მსვლელობა და 8 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ მოწოდება „მიშა მაგარიას“ ფონზე [ვიდეო]
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მსვლელობას მართავენ.
მსვლელობის მონაწილეები ავტოკოლონით გადაადგილდებიან. ავტომობილებიდან ისმის სიმღერა „მიშა მაგარია“.
მათი განცხადებით, ისინი ცდილობენ, ხელისუფლებას გააგონონ, რომ მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
მსვლელობის მონაწილეები მოსახლეობას 8 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებიან.