მსვლელობა და 8 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ მოწოდება „მიშა მაგარიას“ ფონზე [ვიდეო]

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მსვლელობას მართავენ.

მსვლელობის მონაწილეები ავტოკოლონით გადაადგილდებიან. ავტომობილებიდან ისმის სიმღერა „მიშა მაგარია“.

მათი განცხადებით, ისინი ცდილობენ, ხელისუფლებას გააგონონ, რომ მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

მსვლელობის მონაწილეები მოსახლეობას 8 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებიან.