გიორგი ბერიძემ ბელგიურ „გენტში“ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. სეზონის სამზადისში კლუბმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა რანგით მეოთხე დივიზიონის „დიკელვენესთან“ გამართა და ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
„გენტის“ წარმატებაში დიდი როლი გიორგი ბერიძემ ითამაშა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. საინტერესოა, რომ ქართველი თავდამსხმელი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი დუბლის ავტორი გახდა – მან „დიკელვენესთან“ ორივე გოლი პირველ წუთზე გაიტანა.
22 წლის ქართველი თავდამსხმელი ბელგიურ კლუბში უნგრული „უიპეშტიდან“ იჯარის დასრულების შემდეგ დაბრუნდა და წარმატებით თამაშობს. ბოლო 5 დღეში „გენტმა“ სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, გიორგი ბერიძემ კი ხუთი გოლი გაიტანა.