საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიიდან თბილისში დაბრუნდა #1TVSPORT
ხორვატიიდან დაბრუნდა საქართველოს 21-წლამდელების ნაკრები, რომელმაც რიეკაში 21-წლამდელთა ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩში ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ახალგაზრდა „ჯვაროსნებს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11-დან 28 ივლისამდე სლოვაკეთში გაიმართება. 16 ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. ტურნირის წილისყრას 3 დეკემბერს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა უმასპინძლებს.