მსოფლიოში ყველაზე სწრაფი დუბლი ქართველმა შეასრულა
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი დუბლი ქართველმა შეასრულა

გიორგი ბერიძემ ბელგიურ „გენტში“ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. სეზონის სამზადისში კლუბმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა რანგით მეოთხე დივიზიონის „დიკელვენესთან“ გამართა და ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

„გენტის“ წარმატებაში დიდი როლი გიორგი ბერიძემ ითამაშა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. საინტერესოა, რომ ქართველი თავდამსხმელი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი დუბლის ავტორი გახდა – მან „დიკელვენესთან“ ორივე გოლი პირველ წუთზე გაიტანა.

22 წლის ქართველი თავდამსხმელი ბელგიურ კლუბში უნგრული „უიპეშტიდან“ იჯარის დასრულების შემდეგ დაბრუნდა და წარმატებით თამაშობს. ბოლო 5 დღეში „გენტმა“ სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, გიორგი ბერიძემ კი ხუთი გოლი გაიტანა.