გიორგი ბერიძემ თურქეთში მორიგი გოლი გაიტანა #1TVSPORT
გიორგი ბერიძემ თურქეთში მორიგი გოლი გაიტანა #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ თურქეთის პირველ ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველი თავდამსხმელის გუნდი „ქოჩაელისპორი“ სტუმრად „ბოლუსპორს“ დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

გიორგი ბერიძე „ქოჩაელისპორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა, მის ნაცვლად კი მოედანზე გიორგი ხარაიშვილი გამოჩნდა, რომელმაც ახალ გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა.

ბერიძემ საკუთარი გუნდის დაწინაურება მატჩის მე-4 წუთზე მოახერხა, „ბოლუსპორმა“ წონასწობა 33-ე წუთზე მოლდოველი მცველის, ვიაჩესლავ პოსმაკის ზუსტი დარტყმის შემდეგ აღადგინა.

„ქოჩაელისპორი“ 22 ტურის შემდეგ 43 ქულით მესამე ადგილზეა. გიორგი ბერიძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი, სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ოთხი გატანილი გოლია.