„ქოჯაელისპორმა“ ბერიძის გოლით გაიმარჯვა #1TVSPORT
„ქოჯაელისპორმა“ ბერიძის გოლით გაიმარჯვა #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ თურქეთის 1 ლიგაში გაიტანა და „ქოჯაელისპორს“ „ადანასპორის“ დამარცხებასა და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 1:0.

საქართველოს ნაკრების შემტევი „ქოჯაელისპორის“ შემადგენლობაში იყო, რომელმაც მეტოქეს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა, და მოედანზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გიორგიმ მოწინააღმდეგის კარი მე-60 წუთზე აიღო.

გოლიდან ექვს წუთში ქართველი თავდამსხმელი შეცვალეს, ანგარიში კი აღარ შეცვლილა. 21 ტურის შემდეგ „ქოჯაელისპორი“ 42 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ეიუპსპორს“ 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მეორე ადგილის შენარჩუნებით თურქეთის სუპერლიგაში დაწინაურდება.

რაც შეეხება გიორგი ბერიძეს, მან მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე სამი გოლია.