ქარის ელექტროენერგიის პოტენციალი გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით 52 გიგავატით გაიზარდა. ინფორმაციას CNBC „ქარის ენერგიის გლობალური საბჭოს“ აწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ანგარიშის მიხედვით, ქარის ელექტროენერგიის ათვისების მხრივ, მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების ათეულს ჩინეთი უდგას სათავეში. ჩინეთმა 2017 წელს საკუთარ ენერგობალანსს 19,7 გიგავატის დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროენერგია შემატა მაშინ, როცა ევროკავშირში ეს მონაცემი 15,6 გიგავატით გაიზარდა.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქარის ენერგიის დადგმულ სიმძლავრეს გასულ წელს მხოლოდ 7 გიგავატი დაემატა.
საერთო ჯამში ქარის ენერგიის პოტენციალის მხრივ, მსოფლიო ათეულში ჩინეთის გარდა შედიან შტატები, გერმანია, ინდოეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბრაზილია, კანადა და იტალია.