მსოფლიოში „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ორ მილიონს მიაღწია
ჯონს ჰოპკინსის განახლებული მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-სგან ორ მილიონამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 5 213 483 შემთხვევა ფიქსირდება.
ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით პირველ ადგილზე ისევ აშშ-ია – 1 601 434 შემთხვევით. მეორე ადგილზე რუსეთი ბრაზილიამ ჩაანაცვლა, სადაც კოვიდ-19-ის 330 890 შემთხვევაა გამოვლენილი.
მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ისგან გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 338 225-ს აღწევს.