მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა შვიდ მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა შვიდ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა. მათგან თითქმის ნახევარმა ვირუსი უკვე დაძლია, 413 ათასზე მეტისთვის კი, ის ლეტალური აღმოჩნდა.

მსხვერპლით – 112 ათასი გარდაცვლილით ლიდერობს აშშ. მეორე ადგილზე კი, გაერთიანებული სამეფოა, სადაც ვირუსს უკვე 50 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცირებულთა ოდენობით აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს ბრაზილია, 770 ათასზე მეტი ინფიცირებულითა და 40 ათასამდე გარდაცვლილით.