მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა ექვს მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა ექვს მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
განახლებული მონაცემებით, ინფიცირებულთაგან 2.5 მილიონზე მეტმა ვირუსი უკვე დაძლია, 367 356-ის შემთხვევაში კი, შედეგი ლეტალური აღმოჩნდა.
ვითარება კვლავინდებურად ყველაზე მძიმეა აშშ-ში, სადაც კორონავირუსს უკვე 103 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებული კი 1.7 მილიონზე მეტია.
465 ათასზე მეტი ინფიცირებულითა და ვირუსის შედეგად 27 ათასზე მეტი გარდაცვლილით მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბრაზილია.
მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც კორონავირუსის 396 ათასზე მეტი შემთხვევა და ვირუსით გარდაცვალების 4 555 ფაქტია დაფიქსირებული.