მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 16 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 16 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით 644 537 ადამიანი გარდაიცვალა, 9 262 520 კი გამოჯანმრთელდა.
ვირუსის გავრცელების და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის კუთხითაც პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც „კოვიდ-19“- ის 4 178 027 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 146 460 ადამიანი.
ამერიკის შემდეგ მოდის ბრაზილია, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს გადასცდა. მილიონზე მეტი შეთხვევაა დაფიქსირებული ინდოეთში.