მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი რვა მილიონს უახლოვდება
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 7,9 მილიონს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, „კოვიდ-19“-ით 431,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 132,581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 3911 ადამიანი.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების მიხედვით, პირველ ადგილზეა აშშ, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე ბრაზილია და რუსეთი.