მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადება მსოფლიოში 809 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში 800 000-ს აჭარბებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსს 11 481 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობამ კი სამ მილიონს გადააჭარბა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გაერო-ს ორგანიზაციის მიერ აღრიცხული ახალი შემთხვევების 33 პროცენტზე მეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპაა, მესამეზე კი ევროპის რეგიონი.