მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 14 მილიონს, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 600 000-ს გადააჭარბა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის რეკორდული, 260 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კორონავირუსული ინფექციის ყველაზე დიდი ზრდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფიქსირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით 7 360 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 მაისის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 14 მილიონს, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 600 000-ს გადააჭარბა.