მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 975 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 975 000-ს გადასცდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლეტალური შემთხვევების რაოდენობის კუთხით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსით 201 880 ადამიანია დაღუპული. ამერიკის შემდეგ მოდის ბრაზილია, აქ „კოვიდ-19“-ს 138 105 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
24 სექტემბრის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში კორონავირუსის 31 779 533 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული.