მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 177.1 მილიონს გადააჭარბა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დროს კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 3 840 223 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ისევ აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“ დღემდე 33 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 600 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევები იზრდება ბრაზილიაშიც. ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.
უკვე მესამე დღეა, 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება ბრიტანეთში. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად მოსახლეობაში „დელტა“ ვირუსის სახელი ცნობილი შტამი ვრცელდება.