მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ოთხ მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ოთხ მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. გარდაცვალების შემთხვევათა მესამედი სამ ქვეყანაში აშშ – 606 000, ბრაზილია – 528 540 და ინდოეთზე – 404 211 მოდის.
ამჟამად, ყველაზე გავრცელებული ე.წ. დელტა ანუ ინდური ვარიანტია, რომელიც გაცილებით მეტად გადამდები და სახიფათო შტამია.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 185 მილიონზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს.