მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 12 მილიონ 720 798 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 565 189 ადამიანი
12 ივლისის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 12 მილიონ 720 798 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით 565 189 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 7 005 299 ადამიანი განიკურნა.
ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის მხრივ, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსით უკვე 3 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული.
მეორე ადგილზე 1 839 850 ინფიცირებულით ბრაზილიაა, შემდეგ კი ინდოეთი, სადაც 12 ივლისის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის 849 522 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.