მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 28 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 28 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობა 28 მილიონს გადაცდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, ეპიდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“ მსოფლიოს მასშტაბით უკვე 28 047 828 ადამიანს დაუდასტურდა.

უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსს დღემდე 906 195 ადამიანი ემსხვერპლა, 18 849 981 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია, სადაც ვირუსით 6 400 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე კი ბრაზილია. ორივე ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები ოთხ მილიონს აჭარბებს.