მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით უკვე ერთი მილიონი ადამიანია დაინფიცირებული.
მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 50 000 ადამიანი დაიღუპა, 200 000 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.