მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 255 193 384-ს მიაღწია
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 255 193 384-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით 5 127 302 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით, პირველ ადგილზე, 47 421 879 შემთხვევით შეერთებული შტატებია, მეორეზე, 34 478 517 შემთხვევით ინდოეთი, ხოლო მესამეზე – ბრაზილია 21 977 661 შემთხვევით.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო 7 590 215 673 დოზა ვაქცინა არის ადმინისტრირებული.