მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 252 097 350-ს მიაღწია
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 252 097 350-ს მიაღწია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 252 097 350-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით 5 082 729 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით, პირველ ადგილზე, 46 855 488 შემთხვევით შეერთებული შტატებია, მეორეზე, 34 414 186 შემთხვევით ინდოეთი, ხოლო მესამეზე – ბრაზილია 21 924 598 შემთხვევით.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 7 405 155 638 დოზა ვაქცინა არის ადმინისტრირებული.