მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 249 267 962-ს მიაღწია
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 249 267 962-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს ინფორმაციას.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით 5 041 208 ადამიანი გარდაიცვალა.
მოცემულ ეტაპზე, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით, პირველ ადგილზე, 46 437 319 შემთხვევით შეერთებული შტატებია, მეორეზე, 34 344 683 შემთხვევით ინდოეთი, ხოლო მესამეზე – ბრაზილია 21 862 458 შემთხვევით.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 7 241 261 815 დოზა ვაქცინა არის ადმინისტრირებული.