მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 246 416 630-ს მიაღწია
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 246 416 630-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს ინფორმაციას.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით 4 995 525 ადამიანი გარდაიცვალა.
მოცემულ ეტაპზე, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით, პირველ ადგილზე, 45 953 223 შემთხვევით შეერთებული შტატებია, მეორეზე, 34 273 300 შემთხვევით ინდოეთი, ხოლო მესამეზე – ბრაზილია 21 804 094 შემთხვევით.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 6 947 883 074 დოზა ვაქცინა არის ადმინისტრირებული.