მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, გლობალურად პანდემიას 764 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსი ხუთი მილიონ 300 ათასზე მეტ ადამინს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 168 ათასზე მეტი პაციენტი. მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში აშშ-ში კორონავირუსის 60 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

50 ათასი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა ბოლო 24 საათში ბრაზილიაში. გარდაიცვალა 1 060 ადამიანი. ლათინური ამერიკის სახელმწიფოში ინფიცირებულთა რიცხვი სამ მილიონს აჭარბებს. საერთო ჯამში კი, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ვირუსის შემთხვევების რაოდენობამ ექვს მილიონს გადააჭარბა.

ინფიცირებულთა რიცხვით მესამე ადგილზეა ინდოეთი, სადაც დაავადება 2,5 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება ევროპაშიც. კერძოდ, ესპანეთში, საბერძნეთსა და საფრანგეთში. ამის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა, შეზღუდვების ნაწილი ხელახლა შემოეღო; დახურეს ღამის კლუბები და რესტორნების მუშაობა შეიზღუდა. ანალოგიური მდგომარეობაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო რელიგიური შეკრებები აკრძალეს.