მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით 17 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მონაცემებს ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირუსით ჯამში 667 060 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია ოთხ მილიონზე მეტი ინფიცირებულით და 150 000- ზე მეტი გარდაცვლილით.
შეერთებული შტატების შემდეგ მოდის ბრაზილია, სადაც ვირუსის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 90 134 ადამიანი. მესამე ადგილზე ინდოეთია 1 581 000 შემთხვევით, დაღუპულია 34 955 ადამიანი.
შემდეგ მოდის რუსეთი, სადაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 827 509 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 13 650 ადამიანი.