მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2,976-ს შეადგენს, ინფიცირებულია 87 ათასამდე ადამიანი, ხოლო 42 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შესაბამის მონაცამებს „სიენენი“ ავრცელებს.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილია 2870 ადამიანი, დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 80 ათასს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 41 800-ზე მეტი პირი.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში გარდაიცვალა 35 ადამიანი და გამოვლინდა კორონავირუსის 573 ახალი შემთხვევა.

დაავადების ეპიცენტრი კვლავ ხუბეის პროვინციაა.

ჩინეთის გარდა გარდაცვალების შემთხვევებია ირანში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, საფრანგეთში, ფილიპინებში, ტაივანში, ტაილანდში, აშშ-სა და უკვე ავსტრალიაშიც.