მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 980 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 980 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 980 ათასს გადააჭარბა. ყველზე დიდი მსხვერპლი „კოვიდ-19“-მა აშშ-ში გამოიწვია. გარდაიცვალა 202 ათასზე მეტი ადამიანი. ბრაზილიაში ვირუსის შედეგად დაიღუპა 138 ათასზე მეტი პაციენტი, ხოლო ინდოეთში 91 ათასზე მეტი. სულ პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირდა 32 მილიონი ადამიანი. მათგან 22 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.

ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირებში იმატებს ევროპაში. საფრანგეთში ბოლო 24 საათში ვირუსის 16 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ესპანეთში კი ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებლის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთშიც.

საერთო ჯამში, ვირუსის მეორე ტალღას ებრძვიან ევროპის 10-ზე მეტ სახელმწიფოში. ამის გამო ქვეყნების დიდი ნაწილი შეზღუდვებს ამკაცრებს. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, დღეიდან კარანტინის რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდება ისრაელშიც. ბრაზილიაში კი ვირუსის ახალი ტალღის თავიდან აცილების მიზნით ტრადიციული რიოს კარნავალი გადადეს.

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში ვირუსის 162 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა ერთი ადამიანი. თურქეთში კი ბოლო დღე ღამეში კორონავირუსის 1700-ზე მეტი ახალი შემთხვევა აღრიცხეს. გარდაიცვალა 74 ადამიანი. 300-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა გუშინ სომხეთში, ახალი მონაცემები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ვირუსის შემთხვევების მატებაა რუსეთსა და უკრაინაშიც.