მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, ვირუსით 981 000 ადამიანია დაინფიცირებული. ამასთან, 204 000 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გავრცელების მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ვირუსით თითქმის 335 000 ათასი ადამიანია დაინფიცირებული. შემდეგ მოდის იტალია, სადაც „კოვიდ-19“-ით 115 242 ათასი ადამიანია დაინფიცირებული.