ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის განახლებული მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 400 000-ზე მეტი ფატალური შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი კი 6 900 000-ზე მაღალია.
ახალი კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევების მიხედვით, პირველ ადგილზე რჩება აშშ, სადაც „კოვიდ-19“ 1 920 000 პაციენტს დაუდასტურდა, ხოლო მეორე ადგილზე ბრაზილიაა 672 846 ინფიცირებულით და 36 000-მდე გარდაცვლილით. მესამე ადგილს იკავებს რუსეთი, სადაც „კოვიდ-19“-ის 467 073 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 5 851 ფატალური.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების ტემპი იმატებს ინდოეთში, სადაც ინფიცირებულია 247 195 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 6 950.