მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. სტატისტიკურ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ვებგვერდზე, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექცია 3 231 701 ადამიანს დაუდგინეს, რომელთაგან 1 004 483 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შესაბამისად, „კოვიდ-19“-ის დაძლევა, ინფიცირებულთა დაახლოებით მესამედმა შეძლო.
ყველაზე მეტი, 137 984 გამოჯანმრთელებული არის ესპანეთში. მეორე ადგილზე აშშ-ია, სადაც 124 449 ადამიანი განიკურნა. მესამე არის გერმანია, სადაც ვირუსი დაძლია 123 500-მა პაციენტმა
საერთო ჯამში, მსოფლიოში კორონავირუსით ამ დროის მონაცემებით, 229 447 ადამიანი გარდაიცვალა.
ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, 2019 წლის დეკემბერში აღრიცხეს.