მსოფლიოში კორონავირუსისგან 410 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა
მსოფლიოში კორონავირუსისგან 410 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

მსოფლიოში „კოვიდ-19“ 410 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, კორონავირუსისგან უკვე 412 777 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული ჩინეთს ჰყავს – 77 956 ადამიანი.

მსოფლიო პანდემიის ფონზე, „კოვიდ-19“ საერთო ჯამში 1 800 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც „კოვიდ-19“ 530 000-ზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. ინფიცირებულების რაოდენობით 100 000-იან ნიშნულს ასევე გადაცდა: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია.

12 აპრილის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რაოდენობა 110 000-ს გადაცდა.