მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 260 000-ს გასცდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, „კოვიდ 19“-სგან მსოფლიოში უკვე 260 484 ადამიანი განიკურნა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით 1 274 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულების რაოდენობით, პირველ ადგილზე აშშ (337 620), მეორეზე ესპანეთი (131 646), მესამეზე კი იტალიაა (128 948).
„კოვიდ 19“-ს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში ემსხვერპლა (15 887), მეორე ადგილზეა ესპანეთი (12 641), მესამეზე კი აშშ (9 132). სულ მსოფლიოში კორონავირუსს 69 479 ადამიანი ემსხვერპლა.