მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 250 ათასს გასცდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, „კოვიდ 19“-სგან მსოფლიოში უკვე 252 615 ადამიანი განიკურნა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით 1 225 360 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია (312 249), მეორეზე ესპანეთი (130 759), მესამეზე კი იტალიაა (124 632).
„კოვიდ 19“-ს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში ემსხვერპლა (15 362), მეორე ადგილზეა ესპანეთი (12 418), მესამეზე კი აშშ ( 8503). სულ მსოფლიოში კორონავირუსისჰან 66 542 ადამიანი გარდაიცვალა.