მსოფლიოში კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით გამოძიების მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება
მსოფლიოში კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით გამოძიების მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება

მსოფლიოში კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით გამოძიების მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს ავსტრალიას, რომელიც დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

„სიდნეი მორნინგ ჰერალდის“ ცნობით, შუამდგომლობის თანასპონსორი უკვე 116 ქვეყანაა, რაც ზრდის შანსებს, რომ საკითხი ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის ვირტუალურ სხდომაზე გავიდეს.

შუამდგომლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებს, რომ დადგინდეს ვირუსის ზოონოზური წყარო და მოსახლეობაში მისი გავრცელების გზა.