მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს.
მსოფლიო მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 35 008 447 შემთხვევა, მათ შორის 1 034 818 პაციენტი გარდაიცვალა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით, პირველ ადგილზე აშშ, 7,4 მილიონი შემთხვევით, მეორე ადგილზე ინდოეთი 6,5 მილიონი შემთხვევით, ხოლო მესამე ადგილზე ბრაზილიაა 4,9 მილიონი ინფიცირებულით.