მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობა 1.5 მილიონს უახლოვდება
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობა 1.5 მილიონს უახლოვდება. სტატისტიკურ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსისი უნივერსიტეტი ავრცელებს.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსს 88 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 329 ათასს აჭარბებს.
ყველაზე მეტი ინფიცირებული აშშ-შია, სადაც 9 აპრილის მონაცემებით, ვირუსი 432 132 ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზეა ესპანეთი 148 220 ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე იტალია, სადაც “კოვიდ 19”-ის დიაგნოზი 139 422 ადამიანს დაუსვეს.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსი ჩინეთში, კერძოდ პროვინცია ხუბეის ქალაქ უხანში გასული წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.