მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 437 ათასზე მეტი ადამიანი
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა. გლობალური მასშტაბით, ახალი კორონავირუსით 437 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
შესაბამისი მონაცემები ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელს აღრიცხავს.
გამოჯანმრთელებულია 3 883 243 ინფიცირებული.
„კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს აშშ-ი იკავებს, შემდეგ არის ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით კი პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: აშშ, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და საფრანგეთი.