მსოფლიოში კორონავირუსის 638 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში კორონავირუსის 638 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 638 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის მონაცემებთან შედარებით ეს 91 ათასით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსის ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 13,2 ათასით გაიზარდა და 3,41 მილიონს გადააჭარბა.

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 164 მილიონზე მეტი ადამიანი.

ბოლო 24 საათში აღრიცხული კოვიდშემთხვევების 46%-ი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაფიქსირდა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, სადაც ვირუსის 189 463 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. მესამეზეა ევროპა, სადაც დაფიქსირდა 92 307 კოვიდინფიცირებული.

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა კვლავ აშშ-შია, მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეა ბრაზილია.