მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 338 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 338 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 111.1 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 7 580 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობამ კი 2.46 მილიონს გადააჭარბა.
გასული დღე-ღამის გამოვლენილი ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორეზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ინფიცირების და დაღუპულების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია.