მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 575 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 575 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ს მსოფლიო მასშტაბით 9 000-ზე მეტი ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექცია 75 704 857 ადამიანს დაუდგინდა, რომელთაგან 1 690 061 გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.
მსოფლიოში ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ვირუსი 17 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.