მსოფლიოში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით 434 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
მსოფლიოში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით 434 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსული ინფექცია 79.2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 7 393 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი ინფექცია 1 754 493 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ინფექციის 47 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპაა, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ინფიცირების და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-შია.