მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსი 230 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, შემთხვევების ყველაზე დიდი მატება აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა.

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხი 13 მილიონს უახლოვდება. დაღუპულია 566 000-ზე მეტი ადამიანი.