მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 529 000 ადამიანი დაინფიცირდა
მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 529 000 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსის 47 მილიონ 930 ათასზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს.
ამასთან, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით მსოფლიოში 9,4 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაღუპულთა რაოდენობამ 1,22 მილიონი შეადგინა.
ბოლო დღე-ღამეში აღრიცხული ვირუსის შემთხვევების ნახევარზე მეტი ევროპაში დაფიქსირდა. ევროპის კონტინენტზე ბოლო დღე-ღამეში 289 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული გამოვლინდა. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსი 138 926 ადამიანს დაუდასტურდა. მესამეზეა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სადაც 60 003 ახალი შემთხვევა აღრიცხეს.
ყველზე მეტი ინფიცირებული კვლავ აშშ-შია, სადაც ვირუსით პანდემიის დაწყებიდან დღემდე ცხრა მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი რვა მილიონ 364 ათასი ინფიცირებულით, ხოლო მესამეა ბრაზილია ხუთი მილიონ 566 ათასზე მეტი შემთხვევით.