მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 353 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 353 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადების 115.65 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.
ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ს მსოფლიოში 7 192 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 2 571 823-ს აღწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში შესული ახალი შემთხვევების 44 პროცენტზე მეტი ევროპის რეგიონზე მოდის, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე კი ხმელთაშუაზღვისპირეთი.