ახალი სეზონი მსოფლიოს მეორე ჩოგანისთვის – გარბინ მუგურუსასთვის უსიამოვნოდ დაიწყო. ესპანელი ჩოგბურთელი, რომელიც ლოს ანჯელესიდან ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში 2018 წლის პირველ ტურნირში სათამაშოდ მიფრინავდა, ავიაკატასტროფას გადაურჩა.
ლოს ანჯელესიდან აფრენის შემდეგ, დაახლოებით ორ საათში, ავიაკომპანია Qantas-ის თვითმფრინავი სასწრაფო წესით უკან, კალიფორნიაში დააბრუნეს. მგზავრებს შეატყობინეს, რომ თვითმფრინავი საწვავს კარგავდა.
ტექნიკური პრობლემის მოგვარებამდე, მგზავრები სასტუმროში დააბინავეს. თვითმფრინავი რვა საათის შემდეგ გაფრინდა და ბრისბენში პარასკევს საღამოს, დაგეგმილზე თითქმის 24 საათის დაგვიანებით ჩააღწია.