ნადალი და მუგურუსა წლის ჩოგბურთელები გახდნენ
ნადალი და მუგურუსა წლის ჩოგბურთელები გახდნენ

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2017 წლის საუკეთესო ჩოგბურთელები გამოავლინა. პირველად 1998 წლის შემდეგ, მამაკაცებშიც და ქალებშიც ერთი ქვეყნის მოთამაშეები გამოარჩიეს – საუკეთესოები გახდნენ ესპანელები რაფაელ ნადალი და გარბინ მუგურუსა.

ნადალმა ეს პრიზი მესამედ მოიგო კარიერაში, მუგურუსამ – პირველად. რაფამ 2017 წელს ექვსი ტურნირი მოიგო, მათ შორის, „როლან გაროსი“ და აშშ-ის ღია პირველობა, გარდა ამისა, ფინალამდე მივიდა ავსტრალიის ღიაზე და წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა. რაც შეეხება მუგურუსას, მან მოიგო „უიმბლდონი“ და ოთხი კვირის განმავლობაში იყო რეიტინგის ლიდერი.

1998 წელს სეზონის ლაურეატები იყვნენ ამერიკელები – პიტ სამპრასი და ლინდსი დევენპორტი.