მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც სომეხი ემიგრანტები ცხოვრობენ, შობა და ნათლისღება უძველესი ტრადიციით აღინიშნება
შობის დღესასწაულს დღეს, 6 იანვარს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. დღესვე აღინიშნება ნათლისღებაც.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც სომეხი ემიგრანტები ცხოვრობენ იესო ქრისტეს შობა და ნათლისღება უძველესი ტრადიციით აღინიშნება.
სომხური დიასპორა ქრისტეშობას ზეიმობს იერუსალიმშიც. ლიტურგიის შემდეგ წყლის კურთხევის რიტუალი ჩატარდება.
მომდევნო დღეს კი სომხეთის სამოციქულო ეკლესია მიცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს.
სომხეთში, როგორც ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, შობის დღესასწაულს მე-4 საუკუნიდან ზეიმობენ.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.