მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია - „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ტურისტულმა სექტორმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში 320 მილიარდით იზარალა
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია - „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ტურისტულმა სექტორმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში 320 მილიარდით იზარალა

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ტურისტულმა სექტორმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში 320 მილიარდი დოლარით იზარალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის შედეგად მიყენებული ზარალი 2009 წლის ფინანსური კრიზისის შედეგებზე სამჯერ უარესი იყო.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2020 წლის პირველ ხუთ თვეში საერთაშორისო ტურისტული ნაკადი 56 %-ით შემცირდა.

„უკანასკნელი მონაცემები ცხადყოფს ტურიზმის აღდგენის მნიშვნელობას. დრამატული დაღმასვლა მილიონით ადამიანის ცხოვრებას უქმნის რისკს“, – განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.